ონის მუნიციპალიტეტის უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული საკითხიები.

ონის მუნიციპალიტეტის უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული საკითხი: – ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირის სტატიუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.”

„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის
მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების

გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

1. დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის
ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პროექტი შეადგინა: მ.რაზმაძე

ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი – სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი

დანართი

ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის
მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების
გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე მოსახლეობისთვის
აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით
გადაადგილებული პირებისათვის ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა
კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 2. ავადმყოფთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ
სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და
სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს ჯანდაცვის
არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად:
ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი
თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;
ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება
წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის
მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50%
პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან
შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი,
გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
შეღავათები.
2. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო
ანგარიშსწორებით სამედიცინო დაწესებულების ან მოქალაქის პირად ანგარიშზე (თუ
სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია).
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა
იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯის მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-
ფაქტურა ან ინვოისი), ხოლო თუ თანხა გადახდილია, აგრეთვე ანგარიშსწორების ქვითარი და
სალაროს შემოსავლის ორდერი;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო
ქულის შესახებ ან მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ვ ) საბანკო ანგარიში.
ზ) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო
ცენტრიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის
შესახებ უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას. (საჭიროების შემთხვევაში);
3. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ განცხადების
წარდგენა უნდა მოხდეს წინასწარ, სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ან
სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.

4. ამ პროგრამით არ ფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
გ) ესთეტიკური ქირურგია – კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
დ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების სამედიცინო
მომსახურება.
მუხლი 3. ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ონის მუნიციპალიტეტში
მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის
სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც
სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზით და თირკმლის
ტრანსპლანტაცია“.
2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება
თვეში 100
(ასი) ლარის ოდენობით.
3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა);
დ) საბანკო ანგარიში;
მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ
დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული
პაციენტები.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არა უმეტეს 100
ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი
ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო
ანგარიშზე.

მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
1. მატერიალური დახმარება გაეწევა ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის,
ტეტრაპლეგია, ჰემიპლეგია, პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მკვეთრად
გამოხატული პარაპარეზი, მყარი ნარჩენი მოვლენები მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზით,
გონებრივი ჩამორჩენის, ეპილეფსიის, ფსიქიკური პრობლემების, ორმხრივი ნეიროსენსორული
(IV ხარისხის) სმენაჩლუნგობის და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე არასაპენსიო
ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ
სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების
ჩვეულებრივი წესით.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის,
მეურვის ან
მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

მუხლი 6. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება
1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება
შემდეგნაირად:
ა) სამ შვილიან ოჯახზე – 150 ლარი;
ბ) ოთხ შვილიან ოჯახზე – 200 ლარი;
გ) ხუთ შვილიან ოჯახზე – 250 ლარი;
დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 300 ლარი.
2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე
გაიცემა ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.
3. ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 0-18 წლამდე ასაკის,
დამატებით ერთჯერადი დაფინანსება მიეცემათ 50 ლარის ოდენობით;
4. მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საახალწლო – საშობაოდ გაიცემა 100
ლარი.
5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო
ქულის შესახებ.
6. ოჯახებს, რომლებსაც 2018 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის
ასაკამდე) დახმარება გაეწევათ 350 ლარის ოდენობით.

მუხლი 7. მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა
დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა
მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემდეგ ნაირად;
ა) სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულ ბავშვზე 100 ლარი;
ბ) საახალწლო – საშობაოდ თითოეულ ოჯახზე 100 ლარი.
2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი
უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) საბანკო ანგარიში;

მუხლი 8. ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო
ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც პირველად
მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის მერიას;

მუხლი 9. ხანდაზმულთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ
ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 500 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ
წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.
გ) საბანკო ანგარიში;

მუხლი 10. ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების
დახმარება
1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი,
წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე
მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს 3000 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ (საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების
(არანაკლებ სამი მეზობელი) ჩვენების საფუძველზე შედგენილი და ნოტარიულად
დამოწმებული აქტი, რომლითაც მეზობლები დაამოწმებენ დაზარალებული ოჯახის მიერ
საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტს, (საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში
რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში);
დ) ცნობა სახანძრო – სამაშველო სამსახურიდან;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიში.

მუხლი 11.უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უპატრონო გარდაცვლილის (რომელსაც არ ჰყავს
პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე) სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის მიერ წარმოდგენილი უნდა
იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ და
განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული/გასაწევი ხარჯის
შესახებ;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

მუხლი 12. უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით
ყოველთვიური უზრუნველყოფა
1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო
ოჯახებს,
რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი და ოჯახის სარეიტინგო ქულა
არ
აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 100 (ასი)
ლარისა.
2. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს :
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო
ქულის შესახებ;
დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო
რეესტრიდან);
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია
ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილი;
ვ) ქირავნობის ხელშეკრულება;
ზ) „გამქირავებლის“ საბანკო ანგარიში;

მუხლი 13. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, საქართველოს
ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს
დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება
1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს
ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის
დროს
დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების მიზნით:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა
ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;
ბ) მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანზე ზამთრის სეზონისთვის საშეშე მერქნის
შესაძენად გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით;
გ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8
მარტს – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის
შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
დ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა
და

ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე 26 მაისს საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი
ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
ე) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი 100 ლარის ოდენობით.
2. სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებზე 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან
დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება მერიის შესაბამისი
სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.

მუხლი 14. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და
ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარება
1. ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარების
მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის
დაფარვა მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება ონის მუნიციპალიტეტის
მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად.

მუხლი 15. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება ადმინისტრირება
1. ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების მიღების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება
დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების
დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდეგში – სამსახური).
3. სამსახური (სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება) ამოწმებს
მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან
ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ
მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს მერს. მერის მიერ იგზავნება მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
4. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 16. წესში ცვლილებების შეტანა.
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი
კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკაოს თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

14 ნოემბერი ცნობილი ქართველი პოეტის, ჩვენი კუთხის ღირსეული წარმომადგენელის მთარგმნელის, ესეისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მურმან ლებანიძის დაბადების დღეა

ონის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარახეთში მრავალწლიანი გარდამავალი პროექტის მე- 4 ეტაპის განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს