ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ონის მოსახლეობასა და “შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენელს მამუკა ქვათაძეს შორის

27.04.2021წ.

27 აპრილს, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ონის მოსახლეობასა და “შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენელს მამუკა ქვათაძეს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქ ონის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მამუკა ქვათაძემ მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი და ისაუბრა პროექტზე, რომელიც ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემას მოაგვარებს.
შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ “შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენელი მამუკა ქვათაძე მომავალში ისევ შეხვდება ონელ მოსახლეობას, რომ სამომავლოდ ერთობლივად გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა ქალაქში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა