ონელობისთვის სამზადისი ქალაქ ონში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

by magda

09.092024წ.

დღეს, 9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა – 2024“ გაიმართება.
სამზადისი ქალაქ ონში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
სადღესასწაულოდ მოირთო ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე II და დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი.
ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის მოედანზე მოეწყო სცენა გალა- კონცერტისთვის, განთავსდა ხის სახლები, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ეთნო კუთხე, ფოტო გადასაღები სტენდები, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. საღამო კი გალა კონცერტით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ “ონელობა 2024” დღეს 15.30 წუთზე დაიწყება და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content