მუხლი-მრავალძალის გზის ასფალტირება
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონ შუქურა ჯაფარიძემ, მოადგილე ვლადიმერ ჩლაიძესთან და გამგებელ გიორგი ლობჯანიძესთან ერთად მუხლი-მრავალძალის გზის (სოფელ ბარის მონაკვეთის ) ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე შეხვდნენ სამუშაოთა მწარმოებელს და გაეცნენ გზის მშენებლობის დეტალებს.