მუნიციპალური სერვისები

ქონების მართვის განყოფილების ფუნქციას, სხვა ფუნქციებთან ერთად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების პრივატიზების, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით პირობით ან უპირობოდ სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ქონების პრივატიზება არის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის კანონით განსაზღვრული ფორმითა და წესით საკუთრებაში გადაცემა. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი მერიას მიმართავს განცხადებით, რის შემდგომაც ქონების მართვის განყოფილება იწყებს საქმისწარმოებას ქონების პრივატიზაცის შესახებ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. აღნაგობა – მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, უზურფრუქტი – უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. ქონების სარგებლობისა და პრივატიზაციის უფლებით გადაცემის შესახებ განცხადებით მომართვა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებული პირს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, აზომვითი ნახაზი, ესკიზი,სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. iჯარის ხელშეკრულებით მოიჯარეს განსაზღვრული ქონება გადაეცემა დროებით სარგებლობაში. იჯარა შეიძლება გაიცეს მიწის ნაკვეთზე, შენობა ნაგებობაზე და მოძრავ ქონებაზე. ქონების მართვის განყოფილება, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, იწყებს საქმისწარმოებას ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. განცხადებით მომართვა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებული პირი. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.

ა. ა ი. პ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღში, ასევე სოფ,. გლოლაში სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს, მთავრდება 31 ივლისს .
მშობელთა მომართვიანობის შემთხვევაში აგვისტოს თვეში იმუშავებს მორიგე ჯგუფი.

აგვისტოს თვეში ბაგა-ბაღში შეჩერებულია სასწავლო სააღმზრდელო პროცესი, თანამშრომლები გადიან კუთვნილ შვებულებაში. არდადეგები ეწყობა საახალწლოდ იანვრის თვეში ორი კვირით, წელიწადში ერთჯერ.

ბაგა- ბაღი მუშაობს კვირაში ხუთი დღე დილის 09:00 დან-18:00 საათამდე.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაციას აწარმოებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვისას დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მშობელმა ან იმ პირებმა, რომლებიც ბავშვს ზრდიან(შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი).

სკ. დაწესებულებაში აღსაზრდელები მიიღებიან 2 წლის ასაკიდან 6 წლის ასაკამდე.

სკ. დაწესებულებაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ბავშვის მიღების შესახებ
ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა #100 (შშმ პირის შემთხვევაში დამატებით ფორმა # 50)
გ) დაბადების მოწმობა- დედანი ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული.
დ). მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ე) ორი ფოტოსურათი. 3*4

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც არ არიან საბავშვო ბაღის ასაკის, (6 წელზე მეტი ასაკის ბავშვი), მშობლის განცხადების საფუძველზე (რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს განათლების , და მეცნიერების სამინისტროს) შეუძლიათ შემდეგი ერთი წლის მანძილზე განაგრძონ სასწავლო სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ბავშვის მიღების შესახებ
ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა #100 (შშმ პირის შემთხვევაში დამატებით ფორმა # 50)
გ) დაბადების მოწმობა- დედანი ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული.
დ). მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ე) ორი ფოტოსურათი. 3*4
ვ) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლᲨი მოსწავლეები მიიᲦებიან 4 წლის ასაკიდან.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლᲨი ფუნქციონირებს Შემდეგი წრეები.
1) ანა-ბანას საესტრადო წრე
2) ფანდურის Შემსწავლელი წრე
3) ხალხური ცეკვების წრე
4) ლიტერატურულ-დრამატული წრე
5)Ჭადრაკის წრე
6)მხარეᲗმცოდნეობის წრე
7)კომპიუტერის Შემსწავლელი წრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1) მᲨობლის განცხადება
2) ბავᲨვის პირადობის მოწმობის ასლი.


ააიპ გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს შემდეგი წრეები:

  • საესტრადო სიმღერის შემსწავლელი წრე
  • ქართული ცეკვის შემსწავლელი წრე
  • ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრე
  • ფანდურზე დაკვრის შემსწავლელი წრე
  • გუდასტვირზე დაკვრის შემსწავლელი წრე
  • სასცენო მეტყველების შემსწავლელი წრე

წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) ჩარიცხვის მსურველი პირის განცხადება.
ბ) დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.

მოსწავლის მიღების შემთხვევაში მშობელთან ფორმდება ხელშეკრულება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს15 სექტემბერი- 30 მაისის პერიოდში



ააიპ ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა.
სამხატვრო სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები:
1) ხატვა. 2) ფერწერა. 3) კომპოზიცია. 4) ძერწვა. 5) თექა. 6) ბატიკა. 7) ფარდაგი. 8) ხის მხატვრული დამუშავება 9) ქსოვა
მოსწავლეები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე.
სამხატვრო სკოლაში სასწავლებლად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი
ბ) მშობლის განცხადება
გ) ორი ფოტოსურათი 3/4 -ზე.
ააიპ ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა 6 წელი



ააიპ ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლა.
სკოლაში ისწავლება ფორტეპიანო, სოლფეჯიო და გუნდი
ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში სწავლის პერიოდი მოიცავს 7 (შვიდი) წელს.
მოსწავლეების მიღება შესაძლებელია 7 (შვიდი) წლიდან , გამონაკლის შემთხვევაში 6 ( ექვსი) წლიდან.
სამუსიკო სკოლაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი
ბ) მშობლის განცხადება
გ) ფოტოსურათი 3/4 -ზე.

ა(ა)ი.პ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსი.

ფუნქციონირებს წრეები

1.ჭიდაობა(თავისუფალი,ბერძნულ/რომაული),
2. კალათბურთი,
3. ფრენბურთი.

ა(ა)ი.პ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსში სწავლის მსურველი ახალგაზრდების ასაკი 6-15 წელი

სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა)დაბადების მოწმობის ასლი,
ბ) ჯანმრთელობის ცნობა,
გ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,
დ) ფოტოსურათი 3/4.

სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერ დროს, თუმცა სასურველია: 1 სექტემბერი-15 სექტემბერი.

არაპრივა­ტიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებულიფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უფლების მოწმობის გაცემ

კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვალის №189 დადგენილების თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე მუნიციპალიტეტის მიერ გაიცემა საკუთრების უფლების მოწმობა.

განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი;

დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;

ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;

ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;

ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობადახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)

დამატებით შესაძლებელი მოთხოვნილ იქნეს ცნობა მუნიციპალიტეტიდან საცხოვრებელი ადგილის შესახებ.