მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ-ალავერდ ხვედელიანმა, სოფელ ნაკიეთში მინი სტადიონის მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერა.

11/06/2025

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 450კვ.მ სტადიონი, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის მოყვარულთათვის, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გამტარობას და მიმდებარე ტერიტორიის დაცვას უხვი ნალექის დროს ნიაღვრისა და დატბორვისგან.
პროექტის ღირებულება შეადგენს 136 000 ლარს, რომელიც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა