22.07.2022წ.
ხვალ, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ მთის კვირეულის ფარგლებში, კურორტ შოვში ფესტივალი “მთის დღეები“ გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, საშუალება მიეცემათ ისარგებლონ უფასო ტრანსპორტირებით, ონი-შოვის და შოვი-ონის მიმართულებით.
დასაწყისი – 12:00 საათი.
გასვლა: ქ.ონის დავით აღმაშენებლის ცენტრალური მოედნის ტერიტორიიდან.
ტრანსპორტირება მოხდება ორ ნაკადად – 9:30 საათზე და 11:00 საათზე.
ერთად აღვნიშნოთ მთის დღეები რაჭაში, შოვში