„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა

19.05.2023წ.

დღეიდან „მობილური იუსტიციის სახლი“ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს ადგილზე მიაწვდის.
პროექტი, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო მოიცვა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის დაფარვით, “მობილური იუსტიციის სახლი” უკვე მთელ საქართველოშია და ყველა რეგიონის ათეულობით სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
პროექტის დაწყებიდან დღემდე, მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 60 სოფლის 33 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა.
მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში − პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოქალაქეებს სერვისებით სარგებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც ადგილზე აწვდის სახელმწიფო სერვისებს იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებიც დაშორებულია რაიონული ცენტრებიდან და იუსტიციის სახლებიდან.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა