მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, ყველას, მთელს ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა

07.08.2023წ.

მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, ყველას, მთელს ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
„ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა მინისტრებს გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას.
კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა შოვში მთელი საქართველო შეძრა და ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს. ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში, 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებელი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. მობილიზება იყო სრული გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა, მთელი მინისტრები, რა თქმა უნდა, იყვნენ მობილიზებული ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის ყველასთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე სამხარაძეს და მესამე პრიზიორ ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა

4 თებერვალს, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მოადგილე ირმა ჩიხრაძე