მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

30.08.2023

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
 სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. 2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების მიხედვით განსახორციელებელი პროექტების ცვლილებები.
4. ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების — სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით საკითხის საკრებულოს დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. “ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N10 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. “ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N16 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9. ინფორმაცია თემატური საბჭოების შესაძლებლობებისა და ეფექტურობის გაძლიერების შესახებ ონის მუნიციპალიტეტში.
10. ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მიერ 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
11. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს