14
28.05.2024
მიმდინარე წლის 28 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილი.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და ხარისხის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების – ერთი ერთეული სპეციალიზებული ნარჩენების გადამზიდი მანქანის შპს ,,ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისათვის” პირდაპირი განკარგვის წესით დროებით სარგებლობაში (უსასყიდლდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.
3. 2024 წელს ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის N4 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ