მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

by magda
28.04.2022

მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
 სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა საკითხები :
1.ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების დამტკიცების შესახებ.
2.,,ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3.ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს “ ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ჯგუფისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე”.
4.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 თებერვლის №4 განკარგულებაში „ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანების მარშრუტების ინტენსივობისა და ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
5.მერთა შეთანხმება კლიმატის ცვლილების შედეგთა შერბილებისა და ადაპტაციის მიზნების შესახებ.
 ასევე სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
6. 2022 წლის I კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
7.ონის მუნიციპალიტეტის აიპ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
8. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის ინფორმაცია განვლილი სამი თვის მუშაობის შესახებ.
9 . ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ემზარ საბანაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content