27.07.2022
მიმდინარე წლის 27 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღისწესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1.ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის II კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2.ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხის განხილვისა და მოწონების შესახებ.
3 ,,2022 წელს ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მარტის №5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების შესახებ.
5.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2022 წლის 6 თვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
6.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი ექვსი თვის მუშაობის და შემდგომი პერიოდის გეგმების შესახებ.