მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

26.09.2023

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
 სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის მარშრუტის ინტენსივობის და ტარიფების შესახებ განკარგულების პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შესახებ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ.
6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ონის მუნიციპალური ფონდის” ლიკვიდაციის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომერის ინფორმაცია განვლილ ექვს თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ 2022-2023 წელს გაწეული და არსებული პრობლემების შესახებ.
9.ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, სსიპ ერვნულის სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ინფრომაცია 2022 წლის ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გამოყოფილი და ათვისებული საშეშე მერქნის შესახებ.
გადაწყდა რომ ბიუროს სხდომაზე განხილული საკითხები გატანილი იქნას საკრებულოს სხდომაზე.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს