მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

25/06/2025

მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით სარგებლობისთვის, ონი-ამბროლაური – სადმელის პარშუტზე ტრანსპორტით გადაადგილების ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ.
3. 2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, ერთი ერთეული სპეც ტექნიკის – მუხლუხა ტრაქტორი შპს „ონის სერვის ჯგუფისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.
5. „ ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. „ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის N5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ გაწეული მუშაობის და პრობლემების შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგაგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების შესახებ.
9. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ