6
25/07/2024
მიმდინარე წლის 25 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
1.ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების-ერთი ერთეული ელექტრო მიკროავტობუსის შპს ,,ონის სერვის ჯგუფისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ.
2.ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ.
3.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთხთა კომისიის ინფორმაცია განვლილი 6 თვის მუშაობის შესახებ.
4.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების შესახებ.
5.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მიმდინარე 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.