24.11.2022
მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის III კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N 14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს ” ონის სერვის ჯგუფისათვის” პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ) თხოვების ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
5. “ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. “მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, (ქანდაკების) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N 26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. “ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისადა დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N 45 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.