24.04.2023
მიმდინარე წლის 24 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე სერგო ლობჯანიძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2023 წლის I კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
2. ,,ონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
3. ,,ონის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრისათვის” სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.