23.10.2019წ.
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესათან,არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან-თეიმურაზ გრძელიშვილთან,ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულა.
1. ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (I ეტაპი) სამუშაოები.
შემსრულებელი შპს “იერი”.
ღირებულება 1440000ლარი.
დაფინანსების წყარო-რეგ ფონდი.
სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა გრაფიკის დაცვით.
2. ონის მუნიციპალიტეტი:
ლაჩთა-შეუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები.
შემსრულებელი-შ.პ.ს რაჭა 2005.
დაფინანსება-მთის ფონდი-355585.
სამუშაოები მიმდინარეობს შეუფერხებლად,გეგმა-გრაფიკის დაცვით.დაწყებულია ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები,ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიით: ჰიდრავლიკური შემრევის გამოყენებით.
3. ქალაქი ონი-სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა.
შემსრულებელი ი/მ „კ და გ“
ღირებულება-323370ლ .
დაფინანსების წყარო -რეგ.ფონდი.
მეწარმეს მიეცა მითითებები შესრულების ვადების დაცვასთან დაკავშირებით.