მიმდინარე წლის 23 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

23/04/2025

მიმდინარე წლის 23 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის, კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების 2025-2027 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ, ,,ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური კვლევების ანგარიში”, კომუნიკაციებისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის, და კომუნიკაციების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2025 წლის I კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამხატვრო სკოლის მიერ გაწეული მუშაობის და პრობლემების შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი სამი თვის მუშაობის შესახებ.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა