7
24.07.2023
მიმდინარე წლის 22-23 ივლისს, ონის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა სეულის ოლიმპიური თამაშების მსოფლიო ორი გზის და ევროპის მრავლაგზის ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის რიგით 21-ე საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.
აღნიშნულ ტურნირზე დაკომპლექტდა, საქართველოს ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 14-15-16 აგვისტოს იორდანიაში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე.
ნაკრების შემადგენლობაში სამი რაჭველი იასპარეზებს:
70 კგ წონით კატეგორიაში – საბა კობახიძე.
74 კგ წონით კატეგორიაში – გიორგი გოგრიჭიანი.
86 კგ წონით კატეგორიაში – თორნიკე სამხარაზე.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს !