მიმდინარე წლის 20 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

20.03.2024

მიმდინარე წლის 20 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
 სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. 2024 წელს ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის მერიიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მდებარე პიპილეთის ადმინისტრაციული შენობის ს.კ 88.06.23.046 პირველი სართულის საერთო ფართიდან 70,144კვ.მ-დან 17,618 კვ.მ ფართი ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.
5. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში მდებარე საკაოს ადმინისტრაციული შენობის ს.კ.88.07.23.017 მეორე სართულის საერთო ფართიდან 227,599 კვ.მ-იდან 81,743 კვ.მ ფართის ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2023 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის მიერ 2023 წელს გაყიდული ქონების შესახებ.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს