მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

6/20/2024

მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის N4 განკარგულების ცვლილების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ.
4. ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ინფორმაცია 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ონჭევში გზის საფარის დაგების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა