38
20.12.2023
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი;
3. ონის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ
4. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ.
5. ,,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. “ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
8. “ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N20 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
9. ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
10. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი მუშაობის შესახებ.
11. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი მუშაობის შესახებ.
12. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი მუშაობის შესახებ.
13. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი მუშაობის შესახებ.
14. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი მუშაობის შესახებ.