11
19.10.2022
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ლევან ორდინიძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმრო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის, ქირავნობის და კვების უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
2. “ა(ა)იპ “ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი”-ს დაფუძნების თაობაზე.
3. ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური”-ს შექმნის შესახებ.