7
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სოფლის მიმართულებით შეწყვეტილია
მიმდინარე წლის 11 ივლისის ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია სოფელ ღეებში მდინარე ლათქიშორას დონის მკვეთრი მატება,რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ პატარა ღებამდე მისასვლელი გზა.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სოფლის მიმართულებით შეწყვეტილია.
ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე. ღებში დაზიანებული გზის მონაკვეთის სალიკვიდაციოდ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,ასევე შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის სავარაუდო ოდენობის დადგენა.