მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების მიღება ონის მუნიციპალიტეტის სოფ პატარა ღებში სასმელი წყლის მოწესრიგებისთვის ორი ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვაზე

by magda

30.08.2024წ.

მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების მიღება ონის მუნიციპალიტეტის სოფ პატარა ღებში სასმელი წყლის მოწესრიგებისთვის ორი ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვაზე .
სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები (ჭაბურღილის მშენებლობა)
სატენდერო ღირებულება შეადგენს 163`883.00 ლარს
პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის ირგვლივ გრუნტის დამუშავებას, ქვიშა-ღორღის საფენის, ჭაბურღილის ფილტრების, წყალმზომი კვანძის და გადამღვრელი ურდულის მოწყობას, ასევე ღობის მოწყობას ლითონის ბადით, ლითონის ერთმკლავა კრონშტეინის მონტაჟს და ლითონის ანძის დაყენებას .
სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები
სატენდერო ღირებულება შეადგენს 652`944.00 ლარს.
პროექტი ითვალისწინებს გრუნტის დამუშავებას, ქვიშის ბალიშების მოწყობას მილების გარშემო, პოლიეთილენის მილების და თუჯის ფილტრების , ასევე ურდულის მონტაჟს, წყალმზომი ჭის მოწყობას, წნევის რეგულატორის მონტაჟს.
ორივე პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content