89
23.07.2022წ.
მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, ღონისძიება რაჭაში-შოვში გაიმართა.
პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
ფესტივალს შოვმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.
მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: მუსიკალური ჯგუფი “გუფი ლენდი”, ვოკალური ეთნო გუნდი “ბანი”, ვოკალური და ინსტრუმენტალური მუსიკა პერფორმანსი “რეზო და ბავშვები”, ანსამბლი “ჰერიო”.