მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, რაჭაში- შოვში ‘’მთის დღეები’’ აღინიშნება

by magda

23.07.2022წ.

მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, რაჭაში- შოვში ‘’მთის დღეები’’ აღინიშნება.
სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, დაესწრონ ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის გაკვეთილებს, ისიამოვნონ მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და სხვადასხვა შემეცნებითი ტურებით.
ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
მიმდინარეობს ღვაწლმოსილი პიროვნებების დაჯილდოება, რომლებსაც სიმბოლურ საჩუქრებს საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირადად გადასცემს.
‘’დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ‘’მთის დღეებს’’ შოვში, რომელიც საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. სწორედ მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ, რომ მთას მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყოველწლიურად, ტრადიციულად ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე ‘’მთის დღეები’’-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content