9
მიმდინარე წლის 5 ივნისს მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
სოფელ მაჟიეთში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წყაროს მოპირკეთების სამუშაოები დასრულდა.
შემსრულებელი : ი/მ ვასო გუგეშაშვილი.
სოფელ უწერაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით არსებული სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.შემსრულებელი : შ.პ.ს “მპტ”.
სოფელ ბარში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ” მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი: ი/მ სულხან გონაძე.