კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის დადგმა იგეგმება

02.03.2024წ.

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის დადგმა იგეგმება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც განიხილეს კურორტ შოვში ტრაგიკულად დაღუპული 33 მოქალაქის სულის უკვდავსაყოფად მემორიალის აღმართვისთვის ლოკაციის შერჩევის საკითხი.
ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება რკინის წყლის მიმდებარდ განთავსდეს მემორიალი, ასევე განიხილეს რამოდენიმე ალტერნატიული ლოკაციაც. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად მოხდება შერჩეული ადგილების გადამოწმება, გეოლოგების ( ექსპერტების) დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფლისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის წევრებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად არიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც, გამოცხადდება კონკურსი. კონკურსის წესით გამარჯვებული მაკეტის მიხედვით დადგენილ ადგილზე აღიმართება რაჭის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
“ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ.”- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა