კურორტ შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ეკლესიის სამშენებლოდ და მემორიალის აღსამართად ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს

by magda

21.05.2024წ.

კურორტ შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ეკლესიის სამშენებლოდ და მემორიალის აღსამართად ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
შოვში იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- გიორგი ნოდარიშვილი, სოფელ გლოლის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული -ვახო ბიჭაშვილი და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. მათ ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგთან(ლიპარტელიანი) და საქართველოს საპატრიარქოს ხურუთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის განყოფილების არქიტექტორთან, თეიმურაზ ბერიძესთან ერთად მოინახულეს ის კონკრეტული ლოკაცია, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით გამოცხადებულია კონკურსი, რომლის ამოცანაა, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ღია შეჯიბრების პრინციპზე დაყრდნობით, მემორიალის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენა.
საკონკურსო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი, შემდეგ მისამართზე – ქალაქი ონი, დ. აღმაშენებლის ქ. №40. ან ელექტრონულ მისამართზე – onismeria@gmail.com

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content