კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება

12.02.2022წ.

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება.
️წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლია.
12 თებერვალს ვაქცინაციის პროცესში ონის მუნიციპალიტეტის სოფლების გლოლის, ღების და ჭიორის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. სამივე სოფელში ამ დღეს სულ 30 მოქალაქე აიცრა.
გაზრდილია აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს,
ლევან შერაზადიშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
იმუნიზაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში კვლავ გრძელდება

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა