კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მდგრადი თემების მხარდასაჭერად

21.03.2023წ.

კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მდგრადი თემების მხარდასაჭერად!
ქალაქ ონში, მერიის საკოფერენციო დარბაზში, ონის მუნიციპალიტეტს მერმა, სერგი ხიდეშელმა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელმა, დინა კარიჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი განსაზღვრავს USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასა და ონის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებაზე.
პარტნიორობის ფარგლებში, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მხარს დაუჭერს ონის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში. ხელმოწერილი მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რაც რეგიონის მასშტაბით თემების მდგრად განვითარებაში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში გამოიხატება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე – ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა