იხილეთ, 7 მარტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთო კრების გრაფიკი, რომელიც შეუბნის და კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება

06.03.2025წ.

იხილეთ, 7 მარტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთო კრების გრაფიკი, რომელიც შეუბნის და კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების უმრავლესობით უპირატესი პროექტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო