ინიციატივა „შეაგროვე მაკულატურა – გადაარჩინე ტყე”- აქციის ფარგლებში მოქალაქეებს დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები

რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით

5 ივლისს, ინიციატივა „შეაგროვე მაკულატურა – გადაარჩინე ტყე”- აქციის ფარგლებში „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების ხუთწლიანი გეგმის შემუშავებისა და ეფექტიანად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის“ მიერ დამზადდა და მოქალაქეებს დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით .
კოდექსის ამოცანაა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და ონის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტი იწყებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებას (განცალკევებას).
ამ ქმედების განხორციელებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ადამიანის მიერ ბუნებაზე გამოწვეულ ზიანის შეზღუდვას და გარემოზე ზემოქმედებას, რასაც ათასობით ტონა ქაღალდის წარმოება იწვევს.
მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. მაკულატურის ჩაბარებით ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და მასზე მიყენებულ ზიანს ვამცირებთ.
აქციში „შეაგროვე მაკულატურა – გადაარჩინე ტყე”- მონაწილეობა მიიღეს ონის მუნიციპალიტეტის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე გუნდი ,,ფაზისის” წევრებმა.

Related posts

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ორგანიზებით ფრენბურთში მინი ჩემპიონატი გაიმართა

1 ივნისს, დიდ ქართველ პედაგოგს , მწერალს, საზოგადო მოღვაწეს,, რაჭის კოლორიტს სიმონ სხირტლაძეს დაბადებიდან 113 წელი შეუსრულდა