18.11.2022
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ლევან ორდინიძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა.
2. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N 14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი.
3.ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს ” ონის სერვის ჯგუფისათვის” პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ) თხოვების ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.