იაპონიის ენერგო ასოციაციის (JEA) ორგანიზებითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტოკიოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად დაინტერესებული მხარეებისთვის

31.01.2025წ.

იაპონიის ენერგო ასოციაციის (JEA) ორგანიზებითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,
ტოკიოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად დაინტერესებული მხარეებისთვის.
იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში ინვესტირების უპირატესობები, ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე, სატარიფო სისტემაზე, ეკონომიკურ და შრომითი ბაზრის მახასიათებლებზე, საქართველოს მთავრობის მიერ კერძო სექტორის მხარდაჭერასა და ქვეყნის ძირითად საინვესტიციო სფეროებზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა, ყურადღება გაამახვილა რამდენიმე სფეროზე, რომელიც მუნიციპალიტეტისა და რეგიონის განვითარებისთვის დიდი პოტენციალის მქონეა და ამავდროულად მიმზიდველია ინვესტორებისთვის. გააცნო მუნიციპალიტეტის ძირითადი მახასიათებლები და ის დამატებითი შეღავათები, რასაც მაღალმთიან ზონაში ინვესტირებისას კერძო სექტორი იღებს.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.