ზემო იმერეთისა და ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაწყებულია.

2018 წლის 7 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განიხილა სახელმწიფო მნიშვნელობის, ზემო იმერეთისა და ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი. აღნიშნული პროექტის 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაწყებულია. სამუშაო მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: გზის საწყისი წერტილი სარეკი-საჩხერე, ქვემო ხევი-უზუმთა-შქმერი-უშოლთა-ბოყვა-ზუდალი. აღიშნული პროექტი რეგიონის თითოეულ მცხოვრებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს დედაქალაქთან კავშირს . საჩხერე – ონის საავტომობილო გზის პროექტის დასრულება იგეგმება 17 თვეში.ასევე განხილული იქნა: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. ხიდი 32 მეტრის სიგრძის და 7 მეტრი სიგანის იქნება , არსებული ხიდის დემონტაჟი მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი ხიდი შევა ექსპლუატაციაში. ხიდის მშენებლობის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – ემზარ საბანაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – შუქურა ჯაფარიძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა