2
11.02.2021წ.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის გამოც გუშინ ღამით, საგლოლო – ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე ჩამოწვა მიწის მასა და მოძრაობა შეუძლებელი გახდა.
დღეს დილიდან აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად დაიწყო და საავტომობილო მიმოსვლა დროულად აღდგა. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ონიგზა – 99“ ასრულებდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი,, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და გაეცნენ არსებულ ვითარებას.
გზების წმენდის სამუშაოები და მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.