ველომარათონი რაჭაში

11.06.2024წ.

16 ივნისს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და ლიდერბეთის ორგანიზებით, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის- გოჩა ენუქიძის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით რაჭაში, ამბროლაურში მასშტაბური ველოღონისძიება გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია
11:00- 13:00 მდე- გაიხსნება რეგისტრაცია,რომელსაც მონაწილეები გაივლიან ადგილზე
14:00 მარათონის დაწყება
16:30- მარათონის დასასრული
17:30- დაჯილდოების ცერემონია
19:00-მუსიკალური საღამო- ელის ბენდი და GIGA SAPERAVI
ველომარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ სპორტსმენებს.
ფესტივალის განმავლობაში შეძლებთ დატკბეთ ულამაზესი ბუნებით, გაიცნოთ საინტერესო და აქტიური ადამიანები და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობებში.
გასავლელი მანძილები:
პროფესიონალები – 60 კილომეტრი
მოყვარულები – 20 კილომეტრი
ბავშვები (13+) – 10 კილომეტრი
* ველოგარბენში მონაწილეობისათვის აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების აღჭურვილობა.
ფულადი პრიზები:
60 კილომეტრზე
I ადგილი-1000 ლარი
II ადგილი-500 ლარი
III ადგილი- 300 ლარი
20 კილომეტრზე
I ადგილი-500 ლარი
II ადგილი-300 ლარი
III ადგილი- 200 ლარი
10 კილომეტრზე
I ადგილი-300 ლარი
II ადგილი-200 ლარი
III ადგილი- 100 ლარი
მარათონი დაიწყება და დასრულდება ამბროლაურში, იმავე ლოკაციაზე, სადაც მოეწყობა საფესტივალო სივრცე, საკვებისა და სასმლის დახლებით და ბევრი სხვა სიურპრიზით.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, დღის ბოლოს კი მუსიკალური საღამო დააგვირგვინებს.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა