ექსპედიცია ონის მუნიციპალიტეტში

11.08.2021წ.

მიმდინარე წლის ივნის-ივლისის თვეში, ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშხიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ადგილი შეთა), ჩატარდა მცირე სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
გაიჭრა რამდენიმე საცდელი თხრილი, რის შედეგადაც გამოვლინდა ადრეანტიკური, ელინისტური და გვიანანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა. ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოა, ვინაიდან, ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ცხოვრების, საკმაოდ, ხანგრძლივ კვალს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაჭის ტერიტორიაზე ანტიკური ხანის ნამოსახლარი ამ დრომდე არ არის მიკვლეული. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი კვლევა-ძიება შეავსებს ამ ცარიელ ფურცელს რაჭის არქეოლოგიაში.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა