2016 წლის 15 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა „საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი 2016“. აღნიშნული პროექტის მიზანია 2015-2016 სასწავლო წლის “ეტალონი მოსწავლის” გამოვლენა. შესარჩევ ტურში გაიმარჯვა ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მიხეილ ლობჯანიძემ. ვულოცავთ და ვუსურვებთ მას წარმატებას ფინალურ ტურში, რომელიც 2016 წლის 14 მაისს გაიმართება ქ. თბილისში