ევროკავშირის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და მზია გიორგობიანი- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ონის მუნიციპალიტეტს ეწვიენ.

ჩამობრძანებულ სტუმრებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი- სერგი ხიდეშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მოინახულეს სპორტული დარბაზი, სადაც, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 80-ზე მეტი მოჭიდავე ივარჯებს.
დასრულებული ახლადრეაბილიტირებული წყაროები და მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც ონში ადგილობრივებისთვის ახალ დასასვენებელ სივრცეს ქმნის. მუნიციპალიტეტის ვიზიტორებს ექნებათ საშუალება მოახდინონ სამკურნალო წყლების დაგემოვნება და დაისვენონ ესთეტიკურ გარემოში, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნებრივი რესურსების ათვისებას.
ზემოთხსენებული პროექტების სამშენებლო სამუშაოები ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას”ფარგლებში მიმდინარეობს , რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანია, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა