დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა

01.04.2024წ.

1-ლი აპრილი საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა. იგი 87 წლის გახდებოდა.
ზურაბ ქაფიანიძე იყო მოვლენა, კაცი-ლეგენდა ქართულ კინოსა და ქართულ სინამდვილეში. საქართველო იყო მის უზარმაზარ გულში გამოხატული მარგალიტი, ვაჟა ფშაველა კი მისი სულიერი საზრდო და სათაყვანო კერპი. ორივე ჭეშმარიტად განუზომელი სიყვარულით და თავდავიწყებით უყვარდა.
მარადიული სასუფეველი მის კეთილშობილ სულს!

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა