დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

08.02.2021წ.

დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას დაეთმო, შეხვედრაზე იმსჯელეს ქალაქში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების გზებზე, ისაუბრეს რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, რომელთა დაწყებაც ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს იგეგმება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, რეგიონალური პროექტების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი .

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო