17
12.10.2023
დღეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მოადგილე გივი მეტრეველთან ერთად ქალაქ ონში უჩა ჯაფარიძის, ირინე სხირტლაძის და არტუანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მერიის სივრცით დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი და შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ონის სერვის ცენტრის მენეჯერი.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებები და დახმარება აღუთქვეს აღნიშნული საკითხების გადაჭრაში.