30.03.2023
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (DGG)“ პროექტთან თანამშრომლობით, იწყებს მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების მომზადებაში მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
პროექტი ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ჩართულობით.
აღნიშნულ შეხვედრას პროექტის კონსულტანტი, ბატონი ნოდარ ტანგიაშვილი უძღვებოდა.