დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დაიწყო

by magda

03.07.2024წ.

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დაიწყო.
აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან.
ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს ვუსურვებ დიდ წარმატებებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე!
იმედი მაქვს ეროვნული გამოცდებზე ონის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებს ჩვეული წარმატება ექნებათ სტუდენტობის პერიოდში მიღებული ხარისხიანი განათლების შემდეგ საკუთარ გამოცდილებას, შესაძლებლობებს , ნიჭსა და უნარებს გონივრულად მოახმარენ მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყანას.
თქვენი ყოველი წარმატება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია,
ამიტომ გისურვებთ თქვენი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. მჯერა, აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს და თქვენი სახით საქართველოს ეყოლება წარმატებული თაობა.
განათლებული ახალგაზრდობა ხომ ქვეყნის წინსვლის, ძლიერების და უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა.
ვუერთდები თქვენი ოჯახების და მეგობრების სურვილებს, რომლებიც დღეს თქვენ გგულშემატკივრობენ. წარმატებები!
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content