30.07.2020წ.
ორდღიანი სამუშაოების შედეგად, დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით, ოთხ სოფელთან კავშირი აღდგა, ორშაბათისთვის იგეგმება დამატებით ორ სოფელთან მიმოსვლის აღდგენა. , ამ დროისთვის რჩება რამდენიმე სოფელი, ეს არის დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოლა და ჭიორა, სადაც მიუხედავად მატერიალური რესურსისა პრობლემაა, არც ტექნიკის და არც კონტრაქტორების, ჩაწყვეტილი გზების მონაკვეთებამდე ჯერ ფიზიკურად მისვლა ვერ მოხერხდა . ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხდა ონის წყალმომარაგების აღდგენა. , გზებზე ჩაწყვეტილი მონაკვეთების რეაბილიტაციის შემდეგ, შეუფერხებლად მოხდება წყლის მიწოდება. აუცილებლობის შემთხვევაში, ვერტმფრენები მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. პარალელურად, მუშაობენ სპეციალისტები და გეოლოგების დასკვნის მიხედვით, გადაწყდება რამდენიმე სახლის საკითხი, რომელთა სიახლოვეს წყლის ნაკადი გადის. შესაძლოა საჭირო იყოს ამ სახლების გამაგრება ან რამდენიმე ოჯახის გასახლება სამომავლო რისკების თავიდან აცილების მიზნით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვარაუდით, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ხუთ დასახლებასთან საავტომობილო კავშირის აღდგენას, მანამდე კი მუშაობა გაგრძელდება ყველგან, სადაც შიდა საუბნო გზებისა და წყალგაყვანილობის სიტემების რეაბილიტაციაა საჭირო.